Monday, June 18, 2012

სასწავლო პროექტის გეგმა

1.პროექტის სახელწოდება:
  ეკოპატრული


2.პროექტის მთავარი იდეა:
 მოსწავლეები დგანან გარემოს დაცვის სადარაჯოზე,იმაღლებენ ცოდნას გარემოს დაცვით საკითხებზე


3.პროექტის აქტუალობა:


 გარემოს დაცვა ყველა ჩვენგანის მოვალეობაა,მათ შორის მოსწავლეებისაც,ამიტომ აუცილებელია მათი ჩართვა გარემოს დაცვით ღონისძიებებში ადრეული ასაკიდან.


4.პროექტის მიზანი:
 მოსწავლეები იმაღლებენ ცოდნას გარემოს დაცვით საკითხებზე,ქმნიან სასკოლო გაზეთს,ფილმს.


5.მონაწილეთა ასაკი:
14,15 წლის


6.ვადები/ხანგრძლივობა:
 1თვე
7.მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები ატარებენ საინფორმაციო ტრენინგებს,აკეთებენ გაზეთს.


8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
 ინტერნეტი,ციფრული ფოტოაპარატი,დიდი ფორმატის ფურცლები.


9.პროექტის მსვლელობა:
თემის შერჩევის შემდეგ ჩამოვაყალიბეთ შემდეგი კითხვები:
1.რა არის გარემოს დაბინძურების ძირითადი მიზეზები?
2.რა შეგვიძლია გავაკეთოთ გარემოს დასაცავად?
3.რომელი ქვეყნის მაგალითზე დაკვირვებით შეგვიძლია გამოსავლის ნახვა?
კითხვების ჩამოყალიბების შემდეგ  შევქმენით 3 ჯგუფი.
  პირველ ჯგუფს დაევალა ინფორმაციის მოძიება გარემოს დაბინძურებიის ძირითადი მიზეზების შესახებ,თანდართული ფოტომასალით.
  მეორე ჯგუფს დაევალა იმ ალტერნატიული გზების მოძებმა რომელიც აგვარიდებს გარემოს დაბინძურებას.
  მესამე ჯგუფს დაევალა ინფორმაციის მოძიება იმასთან დაკავშირებით თუ სხვა ქვეყნები როგორ უმკლავდებიან მსგავს პრობლემას.
 თითოეულ ჯგუფში გადანაწილდა მოვალეობები : ჯგუფის ლიდერებს დაევალათ ინფორმაციის შეჯერება და პრეზენტაცია.
 მოსწავლეები ინფორმაციას ინტერნეტში მოიძიებენ,ჩაატარებენ გამოკითხვას.
მასალის მოძიების შემდეგ თითოეული ჯგუფი ახდენს პროდუქტის პრეზენტაციას. პროექტის შემაჯამებელი შეჯამება ხდება შეფასების რუბრიკის მიხედვით.

10.საგნებთან კავშირი:
  ბიოლოგია

11.პროექტის ხელმძღვანელი:
 ნინო ხეხელაშვილი

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
 ninokhekhelashvili@gmail.com

13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
 ninokhekhelashvili.blogspot.com